Sunday, June 30, 2013

ქაღალდის კეცვის ხელოვნება(ორიგამი, კირიგამი და ქვილინგი)


პროექტის სახელწოდება: ქაღალდის კეცვის ხელოვნება;
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები იკვლევენ ორიგამის წარმოშობის ისტორიას; ჰქმნიან ნამუშევრებს; აწყობენ გამოფენას;
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია ქაღალდის შექმნის შესახებ; გაეცნონ ორიგამის ისტორიას; მოიძიონ ისტ-ის საშუალებით ვიდეო გაკვეთილები; განასხვაონ ქაღალდის კეცვის სახეობები: ორიგამი, კირიგამი და ქვილინგი;  დაამზადებენ ნამუშევრებს; გაუკეთებენ პრეზენტაციას გამოფენას; გამოფენაზე გააშუქებენ მუშაობის ამსახველ სლაიდ შოუებს;
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი პოზიციის გამოხატვა (მათთვის საჭირბოროტო საკითხის, პრობლემის) ნამუშევრების საშუალებით;
პროექტის განხორციელება მოსწავლეებს გამოუმუშავებს: ჯგუფური მუშაობის, კვლევა-ძიების, მიღებული ცოდნის გაანალიზების უნარ-ჩვევებს;
აგრეთვე თეორიული ხასიათის გაკვეთილებს ენაცვლება პრაქტიკული გაკვეთილები, რომლებიც ხელს უწყობს ხატვის, მაკეტის, ორიგამის შექმნის უნარის განვითარებას;
მონაწილეთა ასაკი: 10-12 წელი;
ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები იკვლევენ და ერთმანეთს უზიარებენ ორიგამის ისტორიას, დამზადების ტექნიკას;
დაამზადებენ ნამუშევრებს;
პროდუქტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერები; მონიტორი; ფოტო აპარატი; ინტერნეტი;ფერადი ქაღალდი,მაკრატელი, წებო, ფორმატი;
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად თითოეულ ჯგუფს ვაძლევ თეორიულ (ინფორმაციის, ისტორიის შესახებ) და პრაქტიკულ (ვიდეო მასალებზე დაყრდნობით ტექნიკის ათვისების) დავალებებს:
I-ჯგუფი_ორიგამი;
II-ჯგუფი_კირიგამი;
III-ჯგუფი_ქვილინგი;
ინფორმაციის მოძიება;
თემის მოფიქრება;
საჭირო რესურსების მომზადება;
ნამუშევრების დამზადება;
პარალელურად მათ უნდა დააფიქსირონ მიმდინარე სამუშაოები: ინფორმაციის მოძიების, პრაქტიკული კურსის ათვისების, თემაზე მსჯელობის და ნამუშევრების შექმნის პროცესი ფოტო აპარატით;
მოამზადონ სლაიდ-შოუები მათ მიერ გადაღებული ფოტოებისა ასევე მოძიებული ხელით არსებული ინფორმაციასთან დაკავშირებით;
მოაწყონ გამოფენა და წარადგინონ პრეზენტაცია;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლემ გამოიყენოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსები მიზნებისთვის;
გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს;
მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციისა და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება;
მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში;
მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას;
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მეგი გურგენიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: megi.gurgenidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: gurgenidze-megi.blogspot.com